ვიზალიბერალიზაციას გამოკითხულთა უმრავლესობა უჭერს მხარს
ორშაბათი, 11 აპრილი, 2016 - 13:19

საქართველოს ვიზალიბერალიზაციას NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს. NDI-ს ანგარიშის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ რესპონდენტთა 84 პროცენტი ინფორმირებულია, საიდანაც 72 აცხადებს, რომ აღნიშნულს ემხრობა.

შეკითხვაზე როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14 %-მა აღნიშნა, რომ ”პროდასავლური”, 52 %-ის აზრით, ”პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც უნდა შეინარჩუნოს”, 5 % ფიქრობს, რომ ”პრორუსული”, 16 %-ის აზრით კი, ”პრორუსული, თუმცა საქართველომ  კარგი ურთიერთობა ასევე ევროკავშირსა და ნატოსთანაც უნდა გააგრძელოს”. 11 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი