ბრიუსელში შს სამინისტროს რეფორმები განიხილეს
პარასკევი, 22 იანვარი, 2016 - 16:59

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები წარადგინა.

სხდომაზე განიხილეს საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციების რეფორმა, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება, კრიმინალური პოლიციის შემდგომი მოდერნიზაცია, ანგარიშვალდებულების მექანიზმები და ახალი პროექტები, მათ შორის, პოლიციის აკადემიის შესაძლებლობების განვითარება, ადამიანური რესურსების მართვის ახალი სისტემა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა, დე-ენ-ემ მონაცემთა ბანკის შექმნა, ანალიზზე დაფუძნებული პოლიცია და სხვა.

მოკავშირეების მხრიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი