გამოკითხულთა 53%-ის აზრით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა პოლიტიკურად მოტივირებულია
ორშაბათი, 21 დეკემბერი, 2015 - 16:44

გამოკითხულთა 53%-ის აზრით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა პოლიტიკურად მოტივირებულია.

ამის შესახებ NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

მის თანახმად, 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა, უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.

გამოკითხულთა 21% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 14%-ის პოზიცია კი გაურკვეველია.

კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.

NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით  ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში 1 881 ადამიანი გამოიკითხა. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი